ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მადლობა ლოცვებისთვის, რადგან მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს ლოცვებისთვის და აღნიშნა, რომ „მხოლოდ უფალმა დაგვიფარა დაუჯერებელი შედეგისგან“.
„ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ მტკიცენი ვრჩებით ჩვენს რწმენაში და ურჩნი ბოროტების წინაშე. ვლოცულობთ დაჭრილების გამოჯანმრთელებისთვის და გულში ვინახავთ მოკლული მოქალაქის ხსოვნას. ამ მომენტში, როგორც არასდროს, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიდგეთ ერთად და ვაჩვენოთ ჩვენი ნამდვილი ხასიათი, დავრჩეთ ძლიერები და არ მივცეთ ბოროტებას გამარჯვების საშუალება. მე ნამდვილად მიყვარს ჩვენი ქვეყანა და მიყვარხართ თქვენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.