საუდის არაბეთში ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკება ცხადყოფს, რომ ეს იყო არა რუსეთ-უკრაინის, არამედ, რუსეთ-ამერიკის ომი. ტრამპმა ამ ომს თავისი სახელი დაარქვა

საუდის არაბეთში ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკება ცხადყოფს, რომ ეს იყო არა რუსეთ-უკრაინის, არამედ, რუსეთ-ამერიკის ომი. ტრამპმა ამ ომს თავისი სახელი დაარქვა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი ღია პოლიტიკური თამაშები, რასაც დღეს ამერიკის პრეზიდენტი თავისი გუნდით აწარმოებს. იმდენად დაუფარავად საუბრობენ ყველაფერზე, რომ აღარ გვჭირდება კულუარებიდან ინფორმაციის გამოტანა ან გათვლების გაკეთება, რა მოხდება შემდეგში“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპმა ომს თავისი სახელი დაარქვა და გააჟღერა, რომ ეს ომი სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციამ წააქეზა. თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოს ახალი პოლიტიკა მართვას და ამ ფაქტის მიღება ყველას მოუწევს.
“მთელი სამწლიანი დეზინფორმაციული პროპაგანდა უკრაინის ომის შესახებ დასრულდა. დღეს უკვე ღიად გაცხადდა, რომ ამ ომის კონფლიქტური მხარეები არა რუსეთი და უკრაინა, არამედ, რუსეთი და ამერიკაა. უკრაინა იყო მსხვერპლი, პოლიგონი მათ შორის კონფლიქტის. როდესაც ჩვენ გასულ წლებში ამაზე მივუთითებდით, ბაიდენის ადმინისტრაცია და მათი ლიბერალური ევროპა არა მარტო უკრაინის, არამედ, მსოფლიოს მტრებად გვაცხადებდნენ.
დღეს საუდის არაბეთში ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკება ცხადყოფს, რომ ეს იყო არა რუსეთ-უკრაინის, არამედ, რუსეთ-ამერიკის ომი. ტრამპმა ამ ომს თავისი სახელი დაარქვა და აღნიშნა, რომ ამ ომის პროვოცირება სწორედ ამერიკის პრეზიდენტისგან მოხდა, რომელმაც წააქეზა უკრაინა ნატოსკენ, რაც არარეალური იყო.
როგორც უკრაინა, ასევე, ევროპაც გაცხარებულია იმით, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხედან. არადა, სწორედაც რომ სამართლიანად მიდის პროცესები და მოლაპარაკების მაგიდასთან რეალურად კონფლიქტური მხარეები სხედან.
მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი ღია პოლიტიკური თამაშები, რასაც დღეს ამერიკის პრეზიდენტი თავისი გუნდით აწარმოებს. იმდენად დაუფარავად საუბრობენ ყველაფერზე, რომ აღარ გვჭირდება კულუარებიდან ინფორმაციის გამოტანა ან გათვლების გაკეთება, რა მოხდება შემდეგში. შემდეგშიც მოხდება ის, რასაც არა მხოლოდ ტრამპის, არამედ, რუსეთ-ჩინეთის ამბიციური გეგმები გვთავაზობს. მსოფლიოს ახალი პოლიტიკა მართავს და უნდათ თუ არ უნდათ, ამის მიღება მოუწევთ”,- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება