პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა

ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე იჯარის წესით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გამოსყიდვის უფლების გარეშე გადავა, - იტყობინება "სპორტ-ექსპრესი".
"დინამომ" "ლანუსიდან" ხუან კასერესი დაიმატა და ლეგიონერის ლიმიტის გამო გაუშვებს ზაფხულამდე გაგნიძეს, რომლის სამსახურით სამარული გუნდის მწვრთნელი იგორ ოსინკინი დაინტერესდა.
გაგნიძემ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა, "დინამოსთან" კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.