არქივი25 დეკემბერი 2023, 17:37
ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა - ამის შესახებ ბელარუსული გამოცემა "ბელტა" წერს.
"ვფიქრობ, ეს საუკეთესო შანსია" - ასე უპასუხა ლუკაშენკომ შეკითხვას, არის თუ არა შანსი, რომ მომავალ წელს უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოხდეს.
"ვფიქრობ, ეს საუკეთესო შანსია. ჩვენ როგორმე უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან, რათა გაიგონ, რომ ეს ერთადერთი შანსია. თუ ამას არ გამოიყენებენ, სრული კრახი იქნება. ზეწოლა უკვე ძალიან ძლიერია. თქვენ ალბათ ზელენსკის პრესკონფერენციიდან შენიშნეთ, რომ ის ამის გაგებას იწყებს," - განაცხადა ლუკაშენკომ.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.