პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლუკაშენკო: თუ [პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს] მსოფლიო რუკიდან გაქრობა კიდევ ერთხელ სურთ - ეს მათი არჩევანი იქნება

ლუკაშენკო: თუ [პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს] მსოფლიო რუკიდან გაქრობა კიდევ ერთხელ სურთ - ეს მათი არჩევანი იქნება

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები [დასავლეთს] საშუალებას აძლევენ, რომ უკრაინის შემდეგ კიდევ ერთ სამხედრო პოლიგონად აქციონ. ჩვენს უახლოეს დასავლელ მეზობლებს [ისინი] სხვა არცერთი სტატუსით არ სჭირდებათ. გერმანია არმიის შექმნისას საკუთარ მიწაზე ბრძოლას ცდილობს? არა.

თქვენ ხედავთ, როგორ იბრძვიან პროქსი ომს უკრაინაში. ზუსტად ასე უნდათ ჩვენთან ბრძოლა, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგაც. სლავური ხალხები ყოველთვის ყელში ედგათ. ისინი ომს უცხო მიწაზე გეგმავენ. ამ შემთხვევაში [ეს მიწა] - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთია. ასე რომ, ამ სახელმწიფოებს დასავლეთისთვის სხვა დანიშნულება არ აქვთ და სხვა მხრივ არ აინტერესებთ. თუ [პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს] მსოფლიო რუკიდან გაქრობა კიდევ ერთხელ სურთ - ეს მათი არჩევანი იქნება, თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ.

წყარო

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.