არქივი19 იანვარი, 2025, 04:54
ლუის ენრიკე: კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმება დიდი ხანია გვინდოდა

პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ beIN SPORTS-თან ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი:
„მასთან კონტრაქტის გაფორმება დიდი ხანია გვინდოდა. აქვს გამოცდილება, ინდივიდუალური ოსტატობა, დრიბლინგის უნარი, იცის გოლი როგორ გაიტანოს და დაცვასაც ეხმარება. ის შესანიშნავი შენაძენია და ჩვენი ისედაც ჩინებული გუნდისთვის გაძლიერებაა. მჯერა, ჩვენთან თავისი ოსტატობის დემონსტრირებას შეძლებს“.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.