ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლუის ენრიკე: კვარაცხელიათი კმაყოფილი ვარ - კრეატიული იყო

ლუის ენრიკე: კვარაცხელიათი კმაყოფილი ვარ - კრეატიული იყო

"რეიმსთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (1:1) ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეაფასა:
"ეს დებიუტისთვის რთული დაპირისპირება იყო. კვარაცხელიამ კარგად ითამაშა, ფლანგზე დიდი კრეატივი შეგვძინა. თუმცა, ჩვენს ყველა შემტევს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია მოქმედება.
ხვიჩამ თანაგუნდელებთან მოედანზე ურთიერთომქმედება დაიწყო, სტადიონი გაიცნო. ეს ურთიერთობების დასაწყისია, რომელიც იმედია, ძალიან კარგი იქნება. მე კმაყოფილი ვარ", - განუცხადა ლუის ენრიკემ "ფიგაროს".
ფრანგული მედია აღფრთოვანებულია "პარი სენ ჟერმენის" ახალწვეულით და აღნიშნავენ, რომ პრემიერა ძალიან დამაიმედებელი იყო. ერთი სიტყვით, დასაწყისი კარგია და უკეთეს გაგრძელებას ელოდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.