ლუვრის მუზეუმის ძარცვაში ეჭვმიტანილი 2 პირი დაკავებულია

პარიზის ლუვრის მუზეუმიდან სამეფო ძვირფასეულობის ქურდობის საქმეზე ორი ეჭვმიტანილია დაკავებული ამის შესახებ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით BBC მედია იტყობინება.
პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირი შარლ დე გოლის აეროპორტიდან გაფრენას აპირებდა, როდესაც იგი დააპატიმრეს.
ცნობისთვის, ქურდებმა ლუვრი 19 ოქტომბერს გაძარცვეს.
ამ შემთხვევის შემდეგ, ლუვრმა თავისი ყველაზე ძვირფასი ძვირფასეულობის ნაწილი საფრანგეთის ბანკში გადაიტანა. ისინი ახლა შეინახება ბანკის ყველაზე დაცულ საცავში, რომელიც პარიზის ცენტრში მდებარე შენობის მიწისქვეშ, 26 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება