არქივი10 იანვარი, 2025, 20:20
ლოჩოშვილი "სალერნიტანას" ფეხბურთელი გახდა

საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი, რომელსაც "კრემონეზეში" თამაში იშვიათად უწევდა, "სალერნიტანაში" გადავიდა.
ლოჩოშვილი სალორნოულმა კლუბმა ზაფხულამდე იჯარით, გამოსყიდვის უფლებით აიყვანა და 47-ნომრიანი მაისური გადასცა,
"სალერნიტანა" სერია B-ში დარჩენისთვის იბრძვის, 12 იანვარს ლიდერ „სასუოლოს“ უმასპინძლებს და სავარაუდოდ, ახალ გუნდში ლოჩოშვილის დებიუტი ამ მატჩში შედგება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.