ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს შეიცვლის, - იტყობინება tuttob.
ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერს, რომ ლოჩოშვილი, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და მარცხენა ფლანგზეც, მალე „კრემონეზედან“ „სალერნიტანაში“ გადავა და კლუბები ბოლო დეტალებს ათანხმებენ.
Tuttosalernitana-ს ცნობით, ლოჩოშვილი ფაქტიურად ახალ გუნდში გადასულია, სალერნოული კლუბის სპორტული დირექტორი მარკო ვალენტინი ტრანსფერს აგვარებს და ქართველს იჯარით გამოსყიდვის უფლებით აიყვანენ.
„სალერნიტანა“ სერია B-ში 20 ტურის შემდეგ 18 ქულით მეთვრამეტე ადგილზეა, 12 იანვარს ლიდერ „სასუოლოს“ უმასპინძლებს და ლუკა მწვრთნელის, რობერტო ბრედას განკარგულებაში იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.