ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი რყევებს აღარ განიცდის

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი გუშინდელი მკვეთრი დაცემის შემდეგ, მნიშვნელოვან რყევებს აღარ განიცდის. 16 მაისს, ვაჭრობის გახსნის შემდეგ მხოლოდ მცირედით შემცირდა როგორც „საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე „საქართველოს კაპიტალის“.
„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 1.34%-ით შემცირდა და თბილისის დროით, 14:30 საათისთვის, ერთი აქციის ღირებულება 40.50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.859 მილიარდი სტერლინგია.
„თიბისი ბანკის“ (TBC PLC) აქციების ღირებულება 0.79%-ით დაეცა. ბანკის ერთი აქცია 25.51 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.401 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
„საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 3.55%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.50 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 420.34 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.