ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი იზრდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები ფასი იზრდება. დღეს, ვაჭრობის გახსნიდან დაიწყო ზრდა როგორც „საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე „საქართველოს კაპიტალის“.
თბილისის დროით 11:30 საათისთვის:
„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 3.94%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 43.50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.859 მილიარდი სტერლინგია.
რაც შეეხება TBC PLC-ის აქციების ღირებულებას, ზრდა 1.12%-ია. ბანკის ერთი აქცია 27 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.401 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 9.07%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.49 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 420.34 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ცნობისათვის, 15 მაისის ვაჭრობის შედეგად „საქართველოს ბანკის“ აქციები 12.08%-ით შემცირდა, „თიბისის“ - 14.92%-ით და „საქართველოს კაპიტალის“ - 8.8%-ით.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.