ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები კიდევ უფასურდება

ე.წ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი დღიურ ჭრილში 18%-მდე დაეცა.
15 მაისის 13:00 წუთის მონაცემებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი, დღიურ ჭრილში, თითქმის 10%-ით შემცირდა.
დღევანდელი, 15 მაისის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები 11%-ით გაიაფდა, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი 7%-ით შემცირდა, ხოლო Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციების ღირებულება თითქმის 6%-ით შემცირდა.
დღევანდელი, 15 მაისის 15:10-ის მონაცემებით, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები 18.11%-ით გაიაფდა, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი 15.25%-ით შემცირდა, ხოლო Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციების ღირებულება თითქმის 8.80%-ით შემცირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.