ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლოიდ ოსტინი: უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით

უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის“ ფორმატში მე-19 შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

“ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის დაწყებით პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა დაეცემოდა, მაგრამ ძალიან შეცდა. უკრაინამ გაუძლო ამ შემოჭრას წარმოუდგენელი სიმამაცითა და ფენომენალური უნარით”, - განაცხადა ოსტინმა.

თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შემცირებას ელის. ოსტინის თქმით, ამის ფონზე აშშ-ისა და კოალიციის სხვა წევრების მხარდაჭერა ურყევი რჩება, ვინაიდან ეს სწორია და თავად აშშ-ის უსაფრთხოების საბაზისო ინტერესებში შედის.

“ახლა უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე ოდესმე, - ვიცი, რომ თქვენ ასევე ხართ - ეს საკონტაქტო ჯგუფი სიმტკიცითაა სავსე და ურყევია. აშშ უკრაინასთან ერთად დარჩება, და უკრაინას დაუჭერს მხარს პუტინისტური იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში…

უკრაინა არ დანებდება, არც ჩვენ დავნებდებით”, - განაცხადა ოსტინმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.