არქივი20 თებერვალი, 2024, 08:50
ლოდების ჩამოშლის გამო სარფში შესასვლელი გზა დროებით ჩაიკეტა
ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვათაცვენის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
დეპარტამენტის ცნობითვე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა მალე აღდგება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.