გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს დროებით შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი