უდრამატულეს შეხვედრაში მესის გუნდი დამარცხებულია - ლობჟანიძეს ლეგენდარულ არგენტინელთა დაპირისპირება უკვე გადამწყვეტ მატჩში მოუწევს [VIDEO]
![უდრამატულეს შეხვედრაში მესის გუნდი დამარცხებულია - ლობჟანიძეს ლეგენდარულ არგენტინელთა დაპირისპირება უკვე გადამწყვეტ მატჩში მოუწევს [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/11/1623b674b61a2fa2844167fb150a78c9-lTD6aT.jpeg)
საბა ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედმა" MLS-ის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით სუპერ დრამატულ შეხვედრაში ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" 2:1 დაამარცხა და სერია გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა.
ჩვენებურის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 მარცხდებოდა, თუმცა ჯერ 58 წუთზე ირლანდიელმა მცველმა დერიკ უილიამსმა, მატჩის ბოლო წამებზე კი პორტუგალიელმა ხანდრე სილვამ თითო გოლი შეაგდეს და საკუთარ კლუბს გამარჯვება მოუპოვეს. მოგეხსენებათ, დაპირისპირების პირველი შეხვედრა მაიამიში 2:1 დასრულდა და MLS-ის წესების შესაბამისად, ახლა გადამწყვეტი მატჩი უნდა გაიმართოს, რომელსაც ასევე მაიამი უმასპინძლებს.
საბა ლობჟანიძემ ტრადიციისამებრ შეუცვლელად იასპარეზა, აქტიური გახლდათ და
7-ქულიანი შეფასებაც დაიმსახურა. წყვილის გადამწყვეთი შეხვედრა 10 ნოემბერსაა ჩანიშნული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.