ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლობჟანიძემ მესის გუნდს კვლავ გაუტანა - უხვგოლიანი მატჩი MLS-ში [VIDEO]

ლობჟანიძემ მესის გუნდს კვლავ გაუტანა - უხვგოლიანი მატჩი MLS-ში [VIDEO]

MLS-ის მორიგ ტურში "ატლანტა იუნაიტედმა" მაიამის "ინტერს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში თავის გამოჩენა საბა ლობჟანიძემ მოახერხა და 56-ე წუთზე თავური დარტყმით გოლი გაიტანა.
ლიონელ მესიმ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.
ლობჟანიძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 გატანილი გოლი და 6 საგოლე პასია. "ატლანტა იუნაიტედი" MLS-ის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-11 ადგილს იკავებს. საბას გუნდი მორიგ შეხვედრას 22 სექტემბერს, "ნიუ იორკ რედ ბულზის" წინააღმდეგ გამართავს.
მაიამის "ინტერი" 63 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. "ფლორიდელები" 21 სექტემბერს
"ნიუ იორკ სიტის" დაუპირისპირდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.