ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი წერს:
„რაც შეეხება პასუხისმგებლობას რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში – ამაში, პირველ რიგში, პუტინს ვადანაშაულებ. თუ დამნაშავეებს ამერიკელ პოლიტიკოსებში ეძებთ, ჩემთვის ამ სიის სათავეში ბაიდენი და ობამა არიან. ისინი საცოდავად სუსტები იყვნენ პუტინთან და ვერ დაიცვეს უკრაინა ოკუპაციისგან.
რაც შეეხება იმ დემოკრატებს, რომლებსაც უკრაინა მას შემდეგ უყვართ, რაც იქ რუსეთი შეიჭრა: სად იყავით პუტინის თავდასხმამდე? რატომ არ გააძლიერეთ თქვენი პოზიცია ისე, როგორც მოგიწოდებდით, რომ გაგეკეთებინათ?
ბოლოს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის უკრაინის საუკეთესო იმედი, რომ ეს ომი პატიოსნად და სამართლიანად დასრულდეს. მჯერა, რომ ის წარმატებას მიაღწევს და ამას “ტრამპის გზით” გააკეთებს”.




