პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ქალი კანდიდატი დარეგისტირდა

ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად დარეგისტრირდა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზოჰრე ელაჰიანი პირველი ქალია, რომელიც ირანის პრეზიდენტობისთვის საარჩევნო რბოლაში ჩაერთო.
ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატებად ასევე დარეგისტრირდნენ ირანელი პოლიტიკოსები: მასუდ პეზეშკიანი, ალირეზა ზაკანი, სეიედ აჰმად რასულინეჯადი, ჰაბიბოლა დაჰმარდე, სეიიდ მოჰამად-რეზა მირთაჯოდინი, ფადა-ჰოსეინ მალეკი, ზოჰრე ელაჰიანი და ვაჰიდ ჰაგანიანი.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების რეგისტრაციის პროცესი 30 მაისს დაიწყო. არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.