არქივი8 ოქტომბერი, 2024, 14:42
ლიბანიდან ქალაქ ხაიფასკენ 85-მდე რაკეტა გაუშვეს, დაზიანდა სახლები, დაშავებულია ერთი ადამიანი

ლიბანიდან ისრაელის ქალაქ ხაიფას მიმართულებით 85-მდე რაკეტა გაუშვეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ეს იყო „ჰეზბოლას“ მიერ ხაიფაზე განხორციელებული ყველაზე დიდი სარაკეტო შეტევა ომის დაწყების შემდეგ.
თავდაცვის ძალების ცნობით, რაკეტების უმეტესობა წარმატებით მოიგერიეს, თუმცა რაკეტების ნაწილმა ქალაქში სახლები დააზიანა.
მედიკოსების თქმით, თავდასხმის შედეგად 70-წლამდე ქალი დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.