არქივი12 ოქტომბერი, 2024, 14:54
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვეს

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან გაშვებული რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.
ჩრდილოეთ ისრაელში დილიდან გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.