არქივი9 აგვისტო, 2024, 15:51
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 15-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს
ლიბანიდან ისრაელის ქალაქ კირიათ-შმონას ტერიტორიის მიმართულებით 15-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები და ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს, თუმცა, სულ მცირე ორმა ქალაქს დაარტყა, რამაც ზიანი გამოიწვია.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანის სამხრეთ ნაწილში ისრაელის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ ორი ოპერატორი დაიღუპა. „ჰეზბოლას“ მათი გარდაცვალება, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.