ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის თავდაცვის ძალები - ლიბანიდან ისრაელისკენ 30-მდე რაკეტა ისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით, 30-მდე რაკეტა გაუშვეს.
თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე მათგანი ღია ტერიტორიაზე დაეშვა და არავინ დაშავებულა, ან დაღუპულა.
ამასთან, ლიბანური სატელიტური სატელევიზიო არხის, Al Mayadeen-ის ინფორმაციით, რაკეტების სროლაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო, თუმცა ამტკიცებს, რომ მისი სამიზნე სამხედრო ბაზა იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.