ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე, ანდრეი პარუბი მოკლეს

ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე, ანდრეი პარუბი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, პარლამენტის მოქმედ წევრსა და მე-8 მოწვევის პარლამენტის სპიკერს, ანდრეი პარუბის 5-ჯერ ესროლეს.
პარუბი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია და სამართალდამცველები მკვლელის ვინაობისა და ადგილსამყოფლის დასადგენად მუშაობენ.
პარუბის მკვლელობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა მკვლელობის გარემოებების შესახებ ცნობები მიაწოდეს.
„ანდრეი პარუბი გარდაიცვალა. მის ოჯახსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ. მკვლელობის გამოსაძიებლად და მკვლელის მოსაძებნად ყველა საჭირო ძალა და რესურსი მობილიზებულია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ანდრეი პარუბი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე 2016 წლის 14 აპრილიდან 2019 წლის 28 აგვისტომდე იყო. ასევე იყო მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევების პარლამენტის წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება