არქივი30 აგვისტო 2025, 15:57
ლვოვში მოკლეს უკრაინის პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ანდრი პარუბი

უკრაინის დასავლეთში მდებარე ქალაქ ლვოვში 30 აგვისტოს მოკლეს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ანდრი პარუბი. ამ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
სროლა მოხდა ადგილობრივი დროით შუადღისას, პარუბი ჭრილობებისგან ადგილზევე დაიღუპა - იუწყება პოლიცია. მსროლელი პირი დაკავებული არ არის.
ზელენსკიმ მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ გამოძიებას ყველა საჭირო რესურსი მოხმარდება.
პარუბი ცნობილი პოლიტიკური ფიგურა იყო, ის იყო მონაწილე უკრაინის 2013-2014 წლების "ღირსების რევოლუციისა". პარლამენტის სპიკერი პარუბი იყო 2016-დან 2019 წლებში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.