ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ლელო-ძლიერი საქართველო“ - "ქართულ ოცნებას" მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ - "ქართულ ოცნებას" მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ მოითხოვს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „დროას“ დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიას ყველა საჭირო სამედიცინო მხარდაჭერა გაეწიოს.

პოლიტიკური ძალა პასუხისმგებლობას ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

„უკვე 10 თვეა ელენე ხოშტარია უკანონოდ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება.

მოვითხოვთ, პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიას გაეწიოს ყველა საჭირო სამედიცინო მხარდაჭერა!

სოლიდარულები ვართ ყველა პოლიტპატიმრის მიმართ.

"ქართულ ოცნებას" მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე სწორედ მათ ეკისრებათ.

თავისუფლება ელენეს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“, - წერია განცხადებაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.