“ლელო” “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის წილნაყარი – ეს ერთი ფესვის სხვა განშტოებაა – ალუდა ღუდუშაური

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი შტოა. ღუდუშაურის თქმით, “ლელოში” გამბედაობა უნდა მოიკრიბონ და აღიარონ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიის გამტარებლები არიან.
“ლელო” რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” არის წილნაყარი და ეს ერთი ფესვის სხვა განშტოებაა, ამაზე საუბარი, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ვისურვებდი, რომ მათ სიმართლე უთხრან ხალხს. აქ არც როზნერი გჭირდება და არც არავინ. არანაირი პიარული სვლა არ სჭირდება ამ ყველაფერს. უბრალოდ, “ლელოში” გამბედაობა უნდა მოკრიბონ და უთხრან ქართველ ხალხს: დიახ, ჩვენ ვართ “ნაციონალური მოძრაობის” დანამატი, ჩვენ ვართ “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიის ერთ-ერთი გამტარებელი ხაზი, უბრალოდ, ამ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, ჩვენ ვასრულებთ სხვა პაიკის როლს”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც