გივი მიქანაძე – პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები არიან – ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის პროექტი „ნაციონალური მოძრაობა-2“

პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები არიან – ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის პროექტი „ნაციონალური მოძრაობა-2“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.
მიქანაძე იმასაც ამბობს, რომ მათი კოორდინაცია, გადაჯგუფება არაფრის მომტანი იქნება, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები დაადასტურებს.
ს, ლელო-ხაზარაძის, სავარაუდოდ, გიორგი გახარიასა და შემდგომ ლომჯარია-ზურაბიშვილის ჩართულობით ფორმირდება დაჯგუფება, რომლის მცდელობაა თავი, ვითომ და, მესამე ნეიტრალურ ძალად წარმოაჩინონ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
ეს პირდაპირი მნიშვნელობით არის პროექტი “ნაციონალური მოძრაობა-2”, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს და ხედავს.
აქვთ მცდელობა იმისა, რაღაც ხმები გადაიქაჩოს, რათა ეს ხმა არც “ნაციონალური მოძრაობისკენ” და არც “ქართული ოცნებისკენ” არ წავიდეს.
პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების წარმოდგენა უნდათ, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ადამიანები არიან – შესაბამისად, მათი კოორდინაცია, გადაჯგუფება არაფრის მომტანი არ იქნება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კარგად წამოაჩენს, თუ ვის პოზიციას დაუჭერს მხარს საზოგადოება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი