ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ლეიბორისტული პარტია – 5%” – რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით

“ლეიბორისტული პარტია – 5%” – რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:
· ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 34%
· ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 18%
· კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 14%
· გახარია – საქართველოსთვის – 11%
· ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 10%
· ლეიბორისტული პარტია – 5%
· გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
· პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3%
· სხვა პარტიები – 1%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 1-18 ოქტომბრის შუალედში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.