ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„გორბის“ კვლევის მიხედვით, მხოლოდ 3 პარტია გადალახავს ბარიერს – დეტალები

„გორბის“ კვლევის მიხედვით, მხოლოდ 3 პარტია გადალახავს ბარიერს – დეტალები

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად,
კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან, შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 60,2% „ნაციონალური მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 15,4% გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანება – 9.0% ხაზარაძის გაერთიანებას – 3.3 % გიორგი გახარია პარტიას – 2.9 % იაგო ხვიჩიას „გირჩს“ – 2.8 % „ლეიბორისტული პარტია“ – 2.0 % „პატრიოტთა ალიანსი“ „ალტ ინფოს“ – 1.9 % სხვა პარტიები – 2.5 %
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩაატარა. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 12 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის პერიოდში. გამოიკითხა 1704 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.