ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე ესპანთის ერთ-ერთ კლუბში ერთობა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებისთვის მსჯავრდებული დავით მიქაძე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთ კლუბში ერთობა.

Tiktok-ზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კაცი, რომელსაც პროკურატურა ინტერპოლის წითელი ცირკულარით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს, ესპანეთშია.

გავრცელებულ კადრებს თან ერთვის ანოტაცია, რომ ვიდეო მასალა 2026-ს წელს არის გადაღებული.

საქართველოს გენერალური პროკურორი, გიორგი გვარაკიძე ამბობს, რომ ინტერპოლი მუშაობს და მკვლელობისთის უვადო პატიმრობა შეფარდებულ კაცს “ალბათ დააკავებენ”.

გამოცხადებული არის დავით მიქაძეზე ძებნა საერთაშორისო მასშტაბით, ზის წითელ ცირკულარზე და ყველა ქვეყანა, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს ამ კუთხით. თქვენ მე მეკითხებით ესპანეთმა რატომ ვერ დაიჭირა დავით მიქაძე, ამას მეკითხებით მე. ესპანეთის სახელმწიფოს სამართალდამცველი ორგანოები რატომ ვერ აკავებენ საქართველოს ძებნილს, ამას მე მეკითხებით. მუშაობს [ინტერპოლი], დააკავებენ ალბათ, შეიძლება ეს გახდეს ინსპირაციის წყარო და მისი მიგნების ერთ-ერთი კარგი საშუალება,” – განაცხადა გვარაკიძემ “პირველების” კითხვის საპასუხოდ. 

დავით მიქაძის უფლებადამცველი, შორენა ნიქაბაძე “პირველებს” გვეუბნება, რომ მისთვის მისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფელი უცნობია – “ზოგადად ჩემთან არ ათანხმებს ხოლმე”.

ვერ გეტყვით ვერაფერს, არ მაქვს მე ინფორმაცია დავით მიქაძის ადგილსამყოფელზე, ზოგადად ჩემთან არ ათანხმებს ხოლმე. ძებნა გამოცხადებულია, ამის დადასტურება შემიძლია. რა თქმა უნდა, მე არ ვიცი მისი ადგილსამყოფელი,” – ამბობს შრენა ნიქაბაძე. 

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები – დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრიბა მიუსაჯა.

დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან, ორივე მათგანზე პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.

რაც შეეხება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის განაჩენს, მკვლელობის ორგანიზატორად დასახელებული ექს მთავარი პროკურორის საქმე სასამართლოში ჯერ არსებითი განხილვის ეტაპამდე არ მისულა.

პასუხისგებაში არ არის მიცემული ირაკლი უსოიანი, „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი. ეს უკანასკნელი ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზატორად პროკურორამ დაასახელა.