ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით მათიკაშვილი - რადიკალებში და აგენტურაში სრული ქაოსია

დავით მათიკაშვილი - რადიკალებში და აგენტურაში სრული ქაოსია

„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი პოლიტიკური გასვენების ინსცენირებას ახდენს! - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „რადიკალებში და აგენტურაში სრული ქაოსია”.

„რადიკალებში და აგენტურაში სრული ქაოსია - ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი ქვეყნის დაზიანებას, არ ყოფნით არც ადამიანური რესურსი, არც ნდობა. პოლიტიკურად გაცვეთილი სახეები ჰყავთ, რომლებიც დღეს ერთმანეთის დაბრალებაში არიან გაწაფულნი - საზოგადოებას თავს მხოლოდ ამით ამახსოვრებენ. რა თქმა უნდა, ის ე.წ. ერთობა უკვე ჩამოექცათ და ეს ყველაფერი საზოგადოებამ შეუიარაღებელი თვალით იხილა. კიდევ ერთი ფანჩატურის შეკოწიწებით სურდათ ქვეყნის დაზიანება და ეს ყველაფერი თავზე ექცევათ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საკუთარი პოლიტიკური გასვენების ინსცენირებას ახდენს. ეს კარგია ისევ და ისევ საქართველოში დემოკრატიული აღმშენებლობის თვალსაზრისით”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.