ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიესაჯა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მოსამართლემ გაიაზრა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება და უძილაური დამნაშავედ ცნო ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაში.
უვადო პატიმრობას ბრალდების მხარე, პროკურორი ლევან ვეფხვაძე ითხოვდა. გელა უძილაური, რომელმაც მკვლელობა აღიარა, ამტკიცებდა, რომ დანაშაული შეკვეთილი არ ყოფილა.
ცნობისთვის, გელა უძილაურს ბრალი სისხლის სამართლის 109-ე მუხლის „ბ“ და „ნ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წაყენებული, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ისეთი საშუალებით განზრახ მკვლელობას, რომელიც უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, და განზრახ მკვლელობას ანგარებით ან შეკვეთით. ბრალი 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა