არქივი24 იანვარი, 2026, 23:52
ლევან ხუციშვილი: მართლა ტროტუარზე გადაადგილების შეფერხება რომ იყოს პრობლემა, პირველ რიგში თავისუფლების მეტროს წინ, ლეზგინკას მოცეკვავეებს დაიჭერდნენ, ან ქუჩებში ტაატით და განცხრომით დიდ ჯგუფებად მოსიარულე რუსებს, ინდოელებს და არაბებს

"მართლა ტროტუარზე გადაადგილების შეფერხება რომ იყოს პრობლემა, პირველ რიგში თავისუფლების მეტროს წინ, ლეზგინკას მოცეკვავეებს დაიჭერდნენ, ან ბირჟავიკებს, რომლებიც უკვე ყველა ტროტუარზე დგანან, ან ქუჩებში ტაატით და განცხრომით დიდ ჯგუფებად მოსიარულე რუსებს, ინდოელებს და არაბებს, ან კალაძეს და მის ამალას, გაყინული ტროტუარების ვერ გაწმენდისთვის. სინამდვილეში, რუსთაველზე ხალხი, მოძრაობას არ აფერხებს, არამედ ოცნების დიქტატურას აპროტესტებს, და ადამიანებს თავისუფალი აზრისთვის იჭერენ. კი, ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ ხალხს! შენც დაგიჭერენ! ასე გავაგრძელოთ, საამაყოდ 

"
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.