სალომე სიმონია: 1,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება; 4 მილიონზე მეტი გასესხებული… – მილიონერმა დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ, ჯერ დამღუპველი კანონი დააინიცირა და მერე თქვა: პირველ რიგში, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაო

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
პარტია, რომელიც 13 წლის მანძილზე არ აკონტროლებდა კორუფციას, ახლა იბრიქება ყველა და ყველაფერი უნდა ვაკონტროლო, თან ისე, რომ ვერავინ შეძლოს ჩვენს დანაშაულებზე და ძარცვაზე ხმამაღლა საუბარიო.
მილიონერმა დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ, ჯერ დამღუპველი კანონი დააინიცირა და მერე თქვა: პირველ რიგში, გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მისი სიმშვიდე, ეკონომიკური წინსვლა და განვითარებაო.
ოცნების ერთი ამომრჩეველი მაინც გამოჩნდი, რომელიც კირცხალიას ან სხვა მილიონერი დეპუტატებისა და მინისტრების ქონებას გაეცნობი და მერე მაინც დაიჯერებ, რომ ამათ მართლა ქვეყანა აინტერესებთ.
⬇️ირაკლი კირცხალიას დეკლარაცია
● 1,2 მლნ. ლარის უძრავი ქონება
● 1,5 მილიონიანი მიწა აჩუქეს
● 4 მილიონზე მეტი გასესხებული
● 740 000 ლარის ავტომობილები
● 780 000 ლარი დეპოზიტზე
● 98 377 ლარი ანაბარზე
● 82 000 დოლარი ნაღდი ფული
● 55 000 ლარი იჯარიდან მიიღო
● 500 000 ლარიანი ბინა გააჩუქა
● 46 300 მოგზაურობაში დახარჯა
● 146 000 ლარი მიიღო კომპანიისგან
(კაპიტალის შემცირების ხარჯზე)

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება