ლევან ხაბეიშვილი – 4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“ – არ ვიცი, ვის რა შიში აქვს, მაგრამ ცხადია: ივანიშვილის რუსულ ოპერაციას უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი

4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“! არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, ვის რა შიში, შფოთვა და წუხილი აქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ივანიშვილის რუსულ ოპერაციას, რომელსაც „არჩევნები“ ჰქვია, უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ხაბეიშვილის თქმით, გამარჯვება შესაძლებელია.
„და კიდევ, ერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე – არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და ვის რა შიშები, შფოთვები და წუხილები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“! ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -„არჩევნები“ უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი!
ასიათასობით უნდა შევიკრიბოთ და რეალურად, არეული, იზოლაციაში მყოფი ქვეყანა დავალაგოთ, დავაწყნაროთ და განვითარების გზაზე გადავიყვანოთ.
იქნება თუ არა რთული? – დიახ იქნება!
არის თუ არა შესაძლებელი გამარჯვება? – ცხადია არის!
ამიტომ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს პარტიული კუთვნილებების გარეშე, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ შიდა და გარე მტერსაც, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და მეტიც, მზად ვართ გავიმარჯვოთ!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო