“არ ვიცი ვის რა შიშები, შფოთვები და წუხილები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი “დედლაინი”! – ხაბეიშვილი

და კიდევ, ერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე
არ ვიცი ვინ რას ფიქრობს და ვის რა შიშები, შფოთვები და წუხილები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი “დედლაინი”!!! ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -“არჩევნები” უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი!!! ასიათასობით უნდა შევიკრიბოთ და რეალურად, არეული, იზოლაციაში მყოფი ქვეყანა დავალაგოთ, დავაწყნაროთ და განვითარების გზაზე გადავიყვანოთ. იქნება თუ არა რთული? – დიახ იქნება!!! არის თუ არა შესაძლებელი გამარჯვება? – ცხადია არის!!!
ამიტომ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს პარტიული კუთვნილებების გარეშე, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ შიდა და გარე მტერსაც, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და მეტიც, მზად ვართ გავიმარჯვოთ!!!
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.