არქივი5 აგვისტო, 2025, 10:40
ლევან ხაბეიშვილი - ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ

ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ... ჯუანშერის და ღარიბაშვილის შეხვედრა, გარდა „ჩვენებას ვისზე გთხოვდენ ძმაო”?! ეხებოდა პარტია გააკეთე ირაკლი და დაგვიცავი, პოლიტიკური „დაცვა” მაინც გავიკეთოთო”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.