ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ხაბეიშვილი - რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით, რომ „გრუ“ სხვა „მესიჯს“ მისწერს მის წარმომადგენელს?! - საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი!

ლევან ხაბეიშვილი - რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით, რომ „გრუ“ სხვა „მესიჯს“ მისწერს მის წარმომადგენელს?! - საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი!

რატომ გიკვირთ კობახიძის განცხადებები?! რას ელით, რომ „გრუ“ სხვა „მესიჯს“ მისწერს მის წარმომადგენელს?! - პუტინის, ლავროვის, ზახაროვას გაგრძელება რუსებისგან გინდათ სახელმწიფოებრივი განცხადებები მოისმინოთ?! აბსოლუტურ სინქრონში მოქმედებენ ჩვენს მტერთან ერთად, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნები““ლიდერების განცხადებებს.
როგორც ხაბეიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად უნდა დაემხოს“.
„რუსული ჩექმა, სიმწარე, ადამიანების გატაცება, წამება, ტერიტორიების მიტაცება… და რა, იგივე არ გააკეთა აქ ივანიშვილმა?! რუსთაველიდან არ მოიტაცა ადამიანები?! არ აწამა?! არ გაძარცვა მოსახლეობა და არ მიიტაცა ჩვენი, ხალხის ქონება?!
გვეყოს „წუწუნი“! საქმეს უნდა მივხედოთ და მშვიდობიანად დავამხოთ რუსული რეჟიმი! - დრო აღარ ითმენს! 4 ოქტომბერს ყველა რუსთაველზე!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო აგვისტოს ომი, რითაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ „არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები“.
„8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია - ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება“, - განაცხადა კობახიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.