ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცველს – მამუკა მდინარაძეს არ ჩამორჩებით!

მთავრობის ადმინისტრაციასთან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილსა და ერთ-ერთ სამართალდამცავს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა პოლიციის წარმომადგენელმა მიმართა, რომ ისინი “მამუკა მდინარაძეს არ ჩამორჩებიან”.
“მე მაქვს უფლება თავისუფლად შევიდე მთავრობის ადმინისტრაციაში. რატომ იმალება [ირაკლი კობახიძე]? თქვენ რატომ გეფარებათ?” – განაცხადა ხაბეიშვილმა, რაზეც სამართალდამცავმა ის პროვოკაციაში დაადანაშაულა. აღნიშნულის საპასუხოდ ხაბეიშვილმა მას ისევ მიმართა: “სად მნახე სადმე შევარდნილი? ხომ სირცხვილია, რასაც ლაპარაკობთ? ერთი სული გაქვთ რაიმე მიზეზი მოძებნოთ. მდინარაძეს არ ჩამორჩებით, სამწუხაროდ”, – მიმართა ხაბეიშვილმა სამართალდამცავს.
საბოლოოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ხაბეიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან გადაინაცვლეს, სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა. ადგილზე იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?