ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ხაბეიშვილი - რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგდიდის სტადიონი - ეს არის მაგალითები, როგორ ანადგურებს ივანიშვილის ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას და ფლანგავს ხალხის ფულს საკუთარი ფუფუნებისთვის

ლევან ხაბეიშვილი - რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგდიდის სტადიონი - ეს არის მაგალითები, როგორ ანადგურებს ივანიშვილის ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას და ფლანგავს ხალხის ფულს საკუთარი ფუფუნებისთვის

რიყის დოქები, ქუთაისის პარლამენტი და ზუგდიდის სტადიონი- ეს არის მაგალითები, როგორ ანადგურებს ივანიშვილის ხელისუფლება სახელმწიფო ქონებას და ფლანგავს ხალხის ფულს საკუთარი ფუფუნებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთადერთი მისწრაფება - „თავად იყოს ფუფუნებაში, მისი გარემოცვა იყოს ბედნიერი“.
“სამწუხაროდ, სახელმწიფოს ქონებას მიზანმიმართულად ანადგურებენ ხოლმე ან ცდილობენ კერძო საკუთრებაში გადავიდეს, მაგალითად, როგორც გააკეთეს რიყის დოქებთან დაკავშირებით - 95 მილიონით დაიწყეს აუქციონი და 10-ჯერ უფრო ნაკლებად გაასხვისეს, კონკრეტული პირობები იყო და ეს პირობებიც დარღვეულია, ახლა საერთოდ აპირებენ დაანგრიონ. იგივე გაუკეთეს ქუთაისის პარლამენტს და მიმდებარე შენობებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებს წარმოადგენდა. ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ იქ და ნახოთ, რომ ბალახებია ამ შენობებში ამოსული, ამიტომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რომელსაც წლებია ადგილი აქვს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. მას ერთადერთი მისწრაფება აქვს, რომ თავად იყოს ფუფუნებაში, მისი გარემოცვა იყოს ბედნიერი, დანარჩენი, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, მოქალაქეები და ფული - ის ფიქრობს, რომ მისი ჯიბის ფულია და შესაბამისად, თუ რამეს ააშენებენ და მიატოვებენ, იმასაც იმიტომ აშენებენ, რომ იქაც ფული იშოვონ, თორემ რიგ შემთხვევაში დაუხარჯავთ ფული, გაუკეთებიათ, აი, მაგალითად ზუგდიდის სტადიონი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ათობით მილიონი დახარჯეს და აბსოლუტურად უფუნქციოა. ახლა იქ, რომ მიხვიდეთ და დასხდეთ, ვერ უყურებთ ფეხბურთს, რადგან არასწორად არის აშენებული. ჩაბრძანდით ზუგდიდში და ნახეთ რას ჰგავს, “ქოცური” მშენებლობის ნათელი მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონზე, რომელიც გავერანებულია, მიუხედავად იმისა, რომ 20-მდე მილიონი დაიხარჯა იქ,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.