ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ხაბეიშვილი - ბახმაროში ყოველდღე ახალი უკანონო მშენებლობა ჩნდება და ამ ყველაფრის უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან, მათ შორის არის ჩოხატაურის მერიც

ლევან ხაბეიშვილი - ბახმაროში ყოველდღე ახალი უკანონო მშენებლობა ჩნდება და ამ ყველაფრის უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან, მათ შორის არის ჩოხატაურის მერიც

ბახმაროში ყოველდღე ახალი უკანონო მშენებლობა ჩნდება და ამ ყველაფრის უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან, მათ შორის არის ჩოხატაურის მერიც , -ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უმძიმესი რეალობაა უყურო ბახმაროს როგორ ანადგურებენ აბსოლუტურად ვანდალურად.
„ხდება გაჩეხა, უკანონო მშენებლობები, ყოველდღე რომ ამოვიდეს ადამიანი ათობით დამატებით უკანონო მშენებლობები დახვდება, რაც ცხადია კატასტროფაა. ამ უკანონო მშენებლობების მესაკუთრეებს ნახავენ, დაინახავენ, რომ ამ უკანონო მშენებლობების უკან მხოლოდ თანამდებობის პირები, მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირების წევრები იკავებენ აქ ტერიტორიას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც ასე ღიად აკეთებს მათ შორის ჩოხატაურის მერი”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.