ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ხაბეიშვილი - მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, კიდევ კანონის შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს - დანარჩენს დედამიწაზე არავის არაფერი გაეგება

მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, დანარჩენს არავის დედამიწაზე არაფერი არ გაეგება - კანონის შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს მოსკოვში , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამით ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„არ იცის, ვერ გაიგეს და ვერ წაიკითხეს, ამერიკაში - სახელმწიფო დეპარტამენტმა ვერ წაიკითხა, ვერ გაიგო ამერიკის ელჩმა, ვერ წაიკითხა ევროკავშირის ელჩმა, არ იცის გერმანელმა, ლიტველმა, პოლონელმა, ფრანგმა, ესტონელმა. მოტყუვდა, ვერ გაიგო ცუკერბერგმა, ექსპერტებმა, მსოფლიოში ავტორიტეტულმა არასამთავრობოებმა და დიპლომატებმა.
მხოლოდ ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ იციან კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა, დანარჩენს არავის დედამიწაზე არაფერი არ გაეგება. ჰო და კიდევ, შინაარსი ლავროვმა და პესკოვმა გაიგეს მოსკოვში.
არა რუსულ კანონს! კი - ევროპას!”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.