ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში, IDU-ს პრეზიდენტს, სტივენ ჰარპერს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში, IDU-ს პრეზიდენტს, სტივენ ჰარპერს შეხვდა.ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აგრძელებს ვიზიტს ვაშინგტონში პარტიის ლიდერებთან ერთად, საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. პარტიის თავმჯდომარე ხვალ, პარტიის ლიდერებთან ერთად ნიუ იორკში ემიგრანტებს შეხვდება.
„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა IDU- ის პრეზიდენტთან, კანადის ყოფილ პრემიერთან – სტივენ ჰარპერთან.
ჰარპერმა, გულთბილად მოიკითხა პრეზიდენტი სააკაშვილი, გაგვიზიარა, რომ შეწუხებულია მისი მდგომარეობით და მივიღეთ დაპირება, რომ აქტიურად გააგრძელებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას,“ – წერს ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო