ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორს, რონ ნერინგს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ვაშინგტონში, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორს, რონ ნერინგს შეხვდა.
როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რუსული რეჟიმის, რუსული პარტიის და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ საჭიროა მოკავშირეები.
„რონ ნერინგი, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი, არის სტრატეგი და კომუნიკაციების ექსპერტი, რომელიც ეროვნული სპიკერი იყო 2016 წლის სენატორი ტედ კრუზის საპრეზიდენტო კამპანიაში. დეკემბერში, ნერინგი საქართველოში გვესტუმრება.
რუსული რეჟიმის, რუსული პარტიის და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მოკავშირეები გვჭირდება - ძალიან ბევრი გვყავს და ბევრსაც შევიძენთ!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.