არქივი13 ოქტომბერი, 2024, 15:07
ლევან ხაბეიშვილი - ენმ-ის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.
როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ვარკეთილის ენმ -ის ოფისი სუს-ის და მილიციის ნასედკებმა დაარბიეს".
მისი თქმით, მათ ხალხი საკადრის პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.
ამასთან, ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ოფისის ფოტოებს, სადაც ჩანს კედლები და ინვენტარი, რომელიც სავარაუდოდ, საღებავით არის შეღებილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.