ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.
როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ვარკეთილის ენმ -ის ოფისი სუს-ის და მილიციის ნასედკებმა დაარბიეს”.
მისი თქმით, მათ ხალხი საკადრის პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.
ამასთან, ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ოფისის ფოტოებს, სადაც ჩანს კედლები და ინვენტარი, რომელიც სავარაუდოდ, საღებავით არის შეღებილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი