არქივი28 ოქტომბერი 2025, 13:38
ლევან ხაბეიშვილი - გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე, მე ადამიანი არ ვარ? ვმუშაობ, რომ შურისძიება არ მამოძრავებდეს - მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ ციხეში, იმდენ ლიტერატურას გავეცანი

მადლობა პროკურატურას, ფაქტობრივად, მაგისტრატურაზე ვარ რუსთავის დაწესებულებაში, იმდენ ლიტერატურას გავეცანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ხაბეიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ სამართალს ეძებს და ვერ პოულობს. მან მოსამართლეს ასე მიმართა: „ვენდეტაზე კი არაა საუბარი, ადამიანობა მინდა ამ ქვეყანაში დაბრუნდეს. ადამიანი უნდა მორბოდეს სასამართლოში, მისი დანახვა უნდა უხაროდეს, არადა, საზოგადოებას სძულს, ეზიზღება სასამართლო“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.