არქივი28 ოქტომბერი, 2025, 14:10
მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვა

სასამართლო სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს, თუმცა მოსამართლე ნინო შამათავამ ის კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. ის ფორმულას ეზოში აიყვანეს.
ლევან ხაბეიშვილთან ერთად, სუს-ის თანამშრომლებმა დააკავეს მურთაზ ზოდელავაც, რომელიც დაკავებამდე ამბობდა, რომ ლევან ხაბეიშვილს და მას ტელეფონები წაართვეს.
მურთაზ ზოდელავას ამ საქმეზე 25 000 ლარი გირაო შეუფარდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.